Monday, March 14, 2016
მე-9 დღის რეფლექსია
დღეს ავტვირთეთ და გამოვაქვეყნეთ პორტფოლიო ბლოგზე, გავეცანით ვიდეო-გაკვეთილებს, ტრენინგის ბოლოს შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები.
ინტელის ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო. მადლობა ტრენერს საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგისათვის.
მერვე დღის რეფლექსია
ტრენინგის მე-8 დღეს გავეცანით სწავლების სტრატეგიებს. განვიხილეთ ჯოქსოუს მეთოდი და დიფერენცირებული სწავლება. საინტერესო იყო თითოეული დაგეგმილი აქტივობა.კმაყოფილი ვარ ტრენინგით.
მეშვიდე დღის რეფლექსია
ყველა მონაწილემ გულმოდგინედ იმუშავა და ტრენერის დახმარებით მოვამზადეთ ლამაზი დიზაინისა და საინტერესო თემატიკის პრეზენტაციები. ვფიქრობ, ყველა წარმოდგენილი თემა აქტუალური და მნახველისათვის კარგად გასაგები იქნება.
მეექვსე დღის რეფლექსია
გავიხსენეთ საოფისე პროგრამა power-point-ის შესაძლებლობები დიზაინი,ფერები, სურათებისა და ვიდეოების ჩაასმა ,ცხრილების გამოყენება და ჩასმა.
მეხუთე დღის რეფლექსია
. ტრენინგი საინტერესოდ წარიმართა. განსაკუთრებით მომეწონა მულტიმედიური პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა, რისი საშუალებითაც კარგად შევძლებ მოსწავლის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციის შეფასებას.
მეოთხე დღის რეფლექსია
საინტერესო და ნაყოფიერი იყო ეს დღე. ვიმუშავეთ შეფასების გეგმაზე. განვიხილეთ შეფასების დროის ჩარჩო და გავაკეთეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი.
მესამე დღის რეფლექსია
ინტელის ტრენინგი .მე–3.მოდული საინტერესო იყო ტრენინგი,ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე,განვიხილეთ სტანდარტით განსაზღვრული შედეგები და ბლუმის ტაქსონომია,გავიაზრეთ ზოგადი,შინაარსობრივი და თემატური შეკითხვები ჩვენი სასწავლო პროექტებისათვის,ნაწილობრივ შევავსეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი.
პირველი და მეორე დღის რეფლექსია
განვიხილეთ ინტელის ძირითადი კურსის მიზნები და მოლოდინები; პროექტის დაგეგმვისა და პროექტების სწავლებაში დანერგვის მიდგომები;გავეცანით პორტფოლიოს კომპონენტებს, ·ვიმსჯელეთ საპროექტო იდეებზე. განვიხილეთ, როგორ დაეხმარება პროექტები მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევასა (ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგზე გასვლაში) და 21-ესაუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში; ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის დაგეგმვის დაწყება, რომლის მიზანია მაღალი დონის სააზროვნოდა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება. შევარჩიეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი 21- ე საუკუნის უნარ-ჩვევები. გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს, პორტფოლიოს რუბრიკასა და პროექტის პორტფოლიოების ნიმუშებს; ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირებაზე. შევიმუშავეთ სტანდარტები ჩვენი პროექტისთვის. ტრენერმა ზედმიწევნით საინტერესოდ გადმოგვცა ტრენინგის ყველა საკითხი. მადლობა მას.
Subscribe to:
Posts (Atom)