Monday, March 14, 2016
პირველი და მეორე დღის რეფლექსია
განვიხილეთ ინტელის ძირითადი კურსის მიზნები და მოლოდინები; პროექტის დაგეგმვისა და პროექტების სწავლებაში დანერგვის მიდგომები;გავეცანით პორტფოლიოს კომპონენტებს, ·ვიმსჯელეთ საპროექტო იდეებზე. განვიხილეთ, როგორ დაეხმარება პროექტები მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევასა (ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგზე გასვლაში) და 21-ესაუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში; ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის დაგეგმვის დაწყება, რომლის მიზანია მაღალი დონის სააზროვნოდა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება. შევარჩიეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი 21- ე საუკუნის უნარ-ჩვევები. გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს, პორტფოლიოს რუბრიკასა და პროექტის პორტფოლიოების ნიმუშებს; ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირებაზე. შევიმუშავეთ სტანდარტები ჩვენი პროექტისთვის. ტრენერმა ზედმიწევნით საინტერესოდ გადმოგვცა ტრენინგის ყველა საკითხი. მადლობა მას.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment